ჩემი კვლევის საგანი იყო ინტერნეტ რადიოსა და ინტერნეტ ტელევიზიის ზოგადი მიმოხილვა და მინდა წარმოგიდგინოთ ამ კვლევის შედეგები:
www.radio.ge ეს ინტერნეტ რადიო ძირითადად გასართობი და მუსიკალურია. საიტზე განთავსებულია სხვადასხვა ჟანრის მუსიკა: pop, rock, rap, rap/hip-hop, თანამედროვე მომღერალთა ალბომები, არქივში შენახულია მომღერალთა ძველი ალბომებიც. შესაძლებელია მუსიკის გადმოწერა ან მისი მოსმენა. ინტერნეტ მომხმარებელს შეუძლია ამ საიტზე რეკლამის განთავსებაც. გარდა მუსიკალური ჟანრებისა არის ვიდეორგოლების, პუბლიკაციების, სიახლეების ჩამონათვალი.
www. music.aol.com საკმაოდ პოპულარული უცხოური ინტერნეტსაიტია, სადაც მრავალ მუსიკალურ ჟანრს ვაწყდებით. საიტზე დევს ნიუსები მსოფლიო ვარსკვლავების, მომღერლებისა თუ მუსიკოსების პირადი ცხოვრების შესახებ. ერთგვარი გამოკითხვის სახით ხდება კვირის ტოპ-ათეულების გამოვლენა.
ინტერნეტ ტელევიზია www.conference.ge ითარგმნება, როგორც კონფერენცია საქმიანი ადამიანებისათვის. ამ საიტს ყოველდღიურად 2000-ზე მეტი საქმიანი ადამიანი სტუმრობს, ფორუმის სახით ჩამოთვლილია სხვადასხვა თემები, რომლებზეც ნებისმიერ ინტერნეტმომხმარებელს შეუძლია საკუთარი აზრის დაფიქსირება ამა თუ იმ საკითხის შესახებ.
Wednesday, December 16, 2009
Tuesday, December 8, 2009
ერთი საინტერესო დღე ჩემს ცხოვრებაში
ვერ ვიტყვი რომ მთელი ჩემი ცხოვრება სიხარულითა და ბედნიერებით აღსავსე იყო, მაგრამ არც იმის თქმა შემიძლია რომ მოსაბეზრებელი ცხოვრება მაქვს. პირიქით, ვარ სტუდენტი, ვსწავლობ ისეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში, როგორიცაა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაქვს პირადი მიზანი და ვხვდები, რომ მის მისაღწევად რამოდენიმე ნაბიჯი დამრჩა.
რომ დავუფიქრდე, ერთი საინტერესო და წარმატებული დღე ჩემს ცხოვრებაში ალბათ იყო 2007წლის 27 აგვისტო, როდესაც გავიგე უნივერსიტეტში ჩარიცხვის ამბავი. sms-ით გავაგზავნე ჩემი მონაცემები და დადებითი პასუხი რომ მომივიდა, იმ დროს ტაქსში ვიჯექი, მძღოლს გავაჩერებინე მანქანა, გადმოვედი და სიხარულისაგან ხტუნვა დავიწყე. მძღოლი შეშინებული სახით მიყურებდა, ლამის საგიჟეთში დააპირა ჩემი წაყვანა.......

პროფესორ ემზარ ჯგერენაიას მოხსენება ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში
4 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ემზარ ჯგერენაიამ წაიკითხა მოხსენება, სახელწოდებით ”სიცოცხლის დასასრულის ორი ეპისტემე ქართულ კულტურაში”. მოხსენება გაიმართა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში”, რომლის თემაც იყო ქართული კულტურის წარმოშობა, მისი განვითარების ეტაპები და ღირებულებათა ნორმები. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
Wednesday, December 2, 2009
ტელეკომპანია რუსთავი2 და მისი ინტერნეტსაიტი www.rustavi2.ge

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2, რომელიც 1994 წელს დაარსდა, ყველაზე პოპულარული და წარმატებული ტელეკომპანიაა საქართველოში. რუსთავი 2 კერძო კომპანიაა, რომელიც მაუწყებლობს მეტრულ არხზე და მისი გადაცემების ყურება საქართველოს მოსახლეობის 85% შეუძლია.
რუსთავი 2 ამზადებს მრავალფეროვან და მაღალხარისხოვან ლიცენზირებულ პროგრამებს, ეთერში გადასცემს უახლეს ინფორმაციას, პოლიტიკურ ტოქშოუს, გასართობ და სპორტულ პროგრამებს და ასევე მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენების ტრანსლაციებს (ოსკარით დაჯილდოების ცერემონია, “მის მსოფლიო”...) ქართულ ენაზე. რუსთავი 2-ის პროგრამები ყველაზე მაღალ რეიტინგულია საქართველოში.რუსთავი2 აქვს თავისი ინტერნეტსაიტი www.rustavi2.ge. თუ ამ საიტსა და თვითონ სატელევიზიო მაუწყებლობას შევადარებთ ერთმანეთს, დავინახავთ რომ რუსთავი2 ინტერნეტსაიტზე ყველა ის პროგრამული ჩამონათვალია, რომელიც დღესდღეობით გადის პირდაპირ ეთერში, მოცემულია გადაცემათა პროგრამული განრიგი. მნიშვნელოვანი ინფორმაციები საიტზე ნიუსის სახით დევს. ამავე დროს ამ არხის ინტერნეტსაიტზე დევს ისეთი გადაცემები, რომლებიც ადრე გადიოდა, როგორებიცაა: ნანიკოს შოუ, მიმღერე რამე, იდეა, ფული და ერთი შანსი, ვარსკვლავების აკადემია, ყაზარმა და სხვა.
Wednesday, November 25, 2009
ინდური ქორწილი
ინდოეთში მრავალი რელიგიის არსებობის გამო საქორწინო ტრადიციები მეტად განსხვავებული
ა. ის შედგება ბევრი რიტუალისგან. ქორწინება ყველასთვის მეტად მნიშვნელოვანია. ქორწინებით ერთმანეთს უკავშირდება არამარტო ქალი და კაცი, არამედ ორი ოჯახი. ხშირად გვხდება წინასწარ მოლაპარაკებული ქორწინება, სადაც მეუღლეები ერთიდაიგივე სოციალურ ფენას მიეკუთვნებიან. ოჯახები ხვდებიან გამოსასყიდის რაოდენობაზე მოსალაპარაკებ
ლად, ქორწინების თარიღის შესათანხმებლად. საპატარძლოს ძმა მიდის კორტეჟით სასიძოს და სტუმრების წამოსაყვანად სახლში ან ქორწინების ადგილზე. რელიგიური ცერემონიის დროს ახალგაზრდები იღებენ კურთხევას მშობლების და ღმერთებისგან. ცერემონია დიდხანს გრძელდება, რადგან იგი მრავალი რიტუალისგან შედგება. პატარძლის ოჯახი უმასპინძლდება სტუმრებს, წვეულების დამთავრების და კურთხევის მიღების შემდეგ ნეფეს პატარძალი მიყავს სახლში.
ა. ის შედგება ბევრი რიტუალისგან. ქორწინება ყველასთვის მეტად მნიშვნელოვანია. ქორწინებით ერთმანეთს უკავშირდება არამარტო ქალი და კაცი, არამედ ორი ოჯახი. ხშირად გვხდება წინასწარ მოლაპარაკებული ქორწინება, სადაც მეუღლეები ერთიდაიგივე სოციალურ ფენას მიეკუთვნებიან. ოჯახები ხვდებიან გამოსასყიდის რაოდენობაზე მოსალაპარაკებ
ლად, ქორწინების თარიღის შესათანხმებლად. საპატარძლოს ძმა მიდის კორტეჟით სასიძოს და სტუმრების წამოსაყვანად სახლში ან ქორწინების ადგილზე. რელიგიური ცერემონიის დროს ახალგაზრდები იღებენ კურთხევას მშობლების და ღმერთებისგან. ცერემონია დიდხანს გრძელდება, რადგან იგი მრავალი რიტუალისგან შედგება. პატარძლის ოჯახი უმასპინძლდება სტუმრებს, წვეულების დამთავრების და კურთხევის მიღების შემდეგ ნეფეს პატარძალი მიყავს სახლში. Tuesday, November 24, 2009
ჩემი ოცნების ქვეყანა
ჩემი ოცნების ქვეყანა არის გერმანია. მეხუთე კლასიდან მოყოლებული, როდესაც გერმანული ენის პირველი გაკვეთილი ჩამიტარდა და პირველი "GUTEN TAG" მოვისმინე, ჩემი დიდი სურვილია გერმანიაში წასვლა, პირველ რიგში უმაღლესი განათლების მიღება, გერმანული ენის ცოდნის გაუმჯობესება, გერმანული ერისა და კულტურის გაცნობა და სხვა. გერმანია ულამაზესი ქვეყანაა და ამავე დროს მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტების მქონეა. ძალიან მინდა საკუთარი თვალით ვნახო ბრანდებურგის ჭიშკარი,რომლის შესახებაც ბევრი
მსმენია და ბევრიც წამიკითხავს.თუ ოცნება ამიხდება და გერმანიაში წავალ სასწავლებლად, ჩემი დიდი სურვილია ვისწავლო ბონის უნივერსიტეტში. ასევე მინდა ახლოს გავიცნო ცნობილი გერმანელი ფეხბურთელი მიხაელ ბალაკი.
შტეფან ტრექსელის წიგნის პრეზენტაცია ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში
18ნოემბერს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შტეფან ტრექსელის წიგნის - "ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში" - პრეზენტაცია. შტეფან ტრექსელი სისხლის საპროცესო სამართლის აღიარებული ექსპერტი და პრაქტიკოსი იურისტია, რომელიც სხვადასხვა დროს იყო ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის თავმჯდომარე, იუგოსლავიის სისხლის სამართლის ტრიბუნალის მოსამართლე.
აღნიშნულ პრეზენტაციას ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში. კოტე კუბლაშვილის განცხადებით, შტეფან ტრექსელის წიგნის - "ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში", გამოცემა მნიშვნელოვანი მოვლენაა საერთაშორისო სისხლის საპროცესო უფლებების სისტემატიზაციისა და ანალიზის საქმეში, ის განკუთვნილია არა მხოლოდ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, არამედ პრაქტიკოსი იურისტებისა და მეცნიერებისათვის.
Monday, November 16, 2009
რუსული ინტერნეტსაიტები საქართველო-რუსეთის ომის შესახებ
2008წლის 7აგვისტოს საქართველოს დიდი უბედურება დაატყდა თავს. ჩრდილოელმა მეზობელმა რუსეთმა სამხრეთ ოსეთს თავისი არმია მიაშველა და დაიწყო სისხლიანი ომი, რომელიც დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე გრძელდებოდა . ამ ომს ათასობით ქართველი ჯარისკაცისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეეწირა, ქართველებმა ამ ომით მძიმე წუთები გამოიარეს. საქართველო-რუსეთის ომის შედეგად დღევანდელ საქართველოში ბევრი დედა შვილის გარეშე დარჩა, ზოგი მშობლის, ზოგი და-ძმის და ზოგიც ნათესავების გარეშე ცხოვრობს.
რუსეთ-საქართველოს ომი გასული წლის მედიისათვის მეტად აქტუალური თემა იყო. მთელი მსოფლიოს მედიასაშუალებები აქტიურად აშუქებდნენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მათ რიცხვს არც რუსული მედია გამოკლებია, კერძოდ კი რუსული ინტერნეტგამოცემები: www.gazeta.ru, www.russia.ru, www.pravda.ru, www.rambler.ru, www.russiatoday.ru. მოდით ვნახოთ როგორი ინტენსივობით აშუქებენ ეს ინტერნეტსაიტები საქართველო-რუსეთის ომის
2008წლის 7-15 აგვისტოს www.russiatoday.ru განიხილავს რუსეთ-საქართველოს ომის დროინდელ საქართველოს. საკმაოდ ამომწურავი თემებია ამ ომის შესახებ. აღნიშნული ინტერნეტგამოცემა დაახლოებით 122-ზე მეტ სტატიას იტევს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
www.
w
Wednesday, November 11, 2009
ცოტა რამ ჩემს შესახებ
გამარჯობათ, მე ვარ ანი ქაჯაია 18წლის. ვსწავლობ ილია ჭავჭავძის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ვარ მესამე კურსზე. ჩემი ჰობია წიგნების კითხვა და ჟურნალისტური წერა. არ მიყვარს როცა ჭკუას მარიგებენ უბრალო ნაცნობები.
წარმოშობით ვარ სამეგრელოდან, დავიბადე და გავიზარდე ქალაქ მარტვილში. მყავს მშობლები და ორი და.ჩემი მიზანია გავხდე წარმატებული და პოპულარული ჟურნალისტი.
წარმოშობით ვარ სამეგრელოდან, დავიბადე და გავიზარდე ქალაქ მარტვილში. მყავს მშობლები და ორი და.ჩემი მიზანია გავხდე წარმატებული და პოპულარული ჟურნალისტი.
Wednesday, November 4, 2009
რამდენად სრულყოფილია ქართული ინტერნეტ გამოცემები ინფორმაციის მისაღებად?
როგორც ვიცით აქტუალური ინფორმაციის მიღების სხვადასხვა გზები არსებობს, როგორებიცაა: ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი, ჟურნალ-გაზეთები და ა.შ. ადამიანი თავისთვის სასურველ ინფორმაციას იმ გზით იღებს, რომელიც მისი აზრით ზუსტი ინფორმაციული წყაროა. მე მინდა ყურადღება შევაჩერო ქართულ ინტერნეტ გამოცემებზე:www.presa.ge, www.ambebi.ge, www.newsgeorgia.ge ერთგვარი კვლევა ჩავატარო მათზე და ინტერნეტმომხმარებელს დავანახო, თუ რამდენად ობიექტურ და და სანდო ინფორმაციებს გვაწვდიან ეს საიტები.
ჩემი კვლევის საგანი იყო ზემოთ აღნიშნულ საიტებზე მიმდინარე წლის 1-5 ნოემბრის ინფორმაციები პოლიტიკაზე, ეკონომიკასა და კულტურაზე. როგორც კვლევამ მიჩვენა www.newsgeorgia.ge ეს ინტერნეტგამოცემა განიხილავს პოლიტიკაზე, კულტურასა და ეკონომიკაზე თემებს დამაკმაყოფილებლად, მაგრამ არა ამ უახლოეს დღეებში მომხდარ ფაქტებზე, არამედ ცოტა ადრინდელ ფაქტებს, ის 13 მარტის შემდეგ არ განახლებულა.
ინფორმაციათა მრავალფეროვნებით და სიმრავლით გამოირჩევა www.ambebi.ge. ამ საიტზე მოიპოვება საკმაოდ მდიდარი მასალა ბოლო 5დღის განმავლობაში საქართველოში მამდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული სიახლეები, რომლებიც ჩემი ინტერესის საგანი იყო, ამომწურავად არის განხილული. კულტურასთან დაკავშირებით იმის თქმაც შეიძლება, რომ ცალკე ლინკით არის განხილული სპორტი და კულტურა-შოუბიზნესი.
რაც შეეხება www.presa.ge, აქ პოლიტიკურ სიახლეებზე მასალა უახლოესი 5დღის განმავლობაში ცოტა მწირია, მაქსიმუმ 12, ეკონომიკაზე მხოლოდ 3ახალი ამბავია. ეს საიტი კულტურის თემებს არ განიხილავს, აქ ინტერნეტმომხმარებელს შეუძლია ნახოს სიახლეები ხელოვნების სფეროში.

Tuesday, November 3, 2009
სტუდენტური თვითმმართველობის სამომავლო გეგმები
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამჟამად მოქმედი სტუდენტური თვითმმართველობა 2008წლის 27 ნოემბრიდან ფუნქციონირებს. თვითმმართველობა 83 წევრისაგან შედგება და მისი პრეზიდენტი ამავე უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი ილია გოგლიძეა. სტუდენტური თვითმმართველობის დებულების თანახმად, თვითმმართველობის წევრობა მე-2 თავის მე-7 მუხლში შემდეგნაირად არის განმარტებული: "თვითმმართველობის წევრობა მოიპოვება სტუდენტების მიერ ფაკულტეტებზე ჩატარებული დემოკრატიული არჩევნების საფუძველზე. უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს აქვს უფლება აირჩიოს ან არჩეულ იყოს თვითმმართველობაში. თვითმმართველობის ვადა გავისაზღვრება 2წლით.”
სტუდენტების უმეტესობას აინტერესებს როგორ უნდა გაწევრიანდნენ თვითმმართველობაში და რა როლს შეასრულებენ ისინი ? სწორედ ამ კითხვაზე პასუხობს მათ თვითმმართველობის პრეზიდენტი ილია გოგლიძე: ”პირველ რიგში, როცა სტუდენტი ინტერესდება თვითმმართველობით ის უნდა მოვიდეს ჩვენთან, არჩევნების ჩატარებამდე ჩვენ მას გავაცნობთ თვითმმართველობის
სტრუქტურას, გავაწევრიანებთ როგორც საპატიო წევრს და ჩავრთავთ სხვადასხვა ღონისძიებაში. ყველა დაინტერესებულ სტუდენტს ვაძლევთ შანსს, რათა მან მოახდინოს თავისი თავის რეალიზაცია, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ სტუდენტთან თანამშრომლობისათვის, მთავარია მათი მონდომება, იდეები და სურვილი ჩვენთან ურთიერთობისა. ხოლო როცა შეგვიწყდება ჩვენ უფლებამოსილება, მაშინ შეეძლებათ მათ კენჭი იყარონ თვითმმართველობის არჩევნებში."
თვითმმართველობის პრეზიდენტისა და მისი გენერალური მდივნის ნინო რაჭველიშვილის განცხადებით, ისინი ბევრ შემეცნებით, გასართობ და სპორტულ ღონისძიებას გეგმავენ მომავალში. 7-8 ნოემბერს სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად აპირებს ილია ჭავჭავაძის 172 წლის იუბილის აღნიშნვას. 7 ნოემბერს ისინი მიდიან წიწამურში, რათა ილია ჭავჭავაძის მემორიალური ძეგლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთაონ და შემდეგ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში როსტომ ჩხეიძის წიგნის "ეკლიანი და პატარა გზა"-ს პრეზენტაციას დაესწრებიან. 8ნოემბერს კი გაიმართება სტუდენტური მსვლელობა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დიდუბის პანთეონამდე, რათა პატივი მიაგონ დიდი ილიას ხსოვნას. ამ სახის მსვლელობაში, როგორც თვითმმართვილობის წევრები ამბობენ, საქართველოს 22უნივერსიტეტი იღებს მონაწილეობას. უახლოეს გეგმებში შედის აგრეთვე გასართობი და შემეცნებითი სახის პროექტები, როგორებიცაა: მხიარულთა და საზრიანთა კლუბი, საფეხბურთო ტურნირი, რა? სად? როდის? და ა.შ.
სტუდენტურ თვითმმართველობაში შეადგინეს ანკეტები სტუდენტთა გამოკითხვის მიზნით, რიომლის მეშვეობითაც თვითმმართველობა შეძლებს უფრო მეტი გაიგოს სტუდენტთა სურვილებისა და იდეების შესახებ. როგორც გენერალურმა მდივანმა, ნინო რაჭველიშვილმა აღნიშნა ამ გამოკითხვის მიზანია სტუდენტებმა გაიგონ თვითმმართველობის შესახებ, რომ სტუდენტური თვითმმართველობა ზრუნავს მათი იდეებისა და სურვილების განხორციელებაზე. თვითმმართველობა სტუდენტებს ბევრ საინტერესო ღონისძიებას პირდება და თითოეულ მათგანს აქტიური თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს.
სტუდენტების უმეტესობას აინტერესებს როგორ უნდა გაწევრიანდნენ თვითმმართველობაში და რა როლს შეასრულებენ ისინი ? სწორედ ამ კითხვაზე პასუხობს მათ თვითმმართველობის პრეზიდენტი ილია გოგლიძე: ”პირველ რიგში, როცა სტუდენტი ინტერესდება თვითმმართველობით ის უნდა მოვიდეს ჩვენთან, არჩევნების ჩატარებამდე ჩვენ მას გავაცნობთ თვითმმართველობის
თვითმმართველობის პრეზიდენტისა და მისი გენერალური მდივნის ნინო რაჭველიშვილის განცხადებით, ისინი ბევრ შემეცნებით, გასართობ და სპორტულ ღონისძიებას გეგმავენ მომავალში. 7-8 ნოემბერს სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად აპირებს ილია ჭავჭავაძის 172 წლის იუბილის აღნიშნვას. 7 ნოემბერს ისინი მიდიან წიწამურში, რათა ილია ჭავჭავაძის მემორიალური ძეგლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთაონ და შემდეგ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში როსტომ ჩხეიძის წიგნის "ეკლიანი და პატარა გზა"-ს პრეზენტაციას დაესწრებიან. 8ნოემბერს კი გაიმართება სტუდენტური მსვლელობა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დიდუბის პანთეონამდე, რათა პატივი მიაგონ დიდი ილიას ხსოვნას. ამ სახის მსვლელობაში, როგორც თვითმმართვილობის წევრები ამბობენ, საქართველოს 22უნივერსიტეტი იღებს მონაწილეობას. უახლოეს გეგმებში შედის აგრეთვე გასართობი და შემეცნებითი სახის პროექტები, როგორებიცაა: მხიარულთა და საზრიანთა კლუბი, საფეხბურთო ტურნირი, რა? სად? როდის? და ა.შ.
სტუდენტურ თვითმმართველობაში შეადგინეს ანკეტები სტუდენტთა გამოკითხვის მიზნით, რიომლის მეშვეობითაც თვითმმართველობა შეძლებს უფრო მეტი გაიგოს სტუდენტთა სურვილებისა და იდეების შესახებ. როგორც გენერალურმა მდივანმა, ნინო რაჭველიშვილმა აღნიშნა ამ გამოკითხვის მიზანია სტუდენტებმა გაიგონ თვითმმართველობის შესახებ, რომ სტუდენტური თვითმმართველობა ზრუნავს მათი იდეებისა და სურვილების განხორციელებაზე. თვითმმართველობა სტუდენტებს ბევრ საინტერესო ღონისძიებას პირდება და თითოეულ მათგანს აქტიური თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს.
Tuesday, October 27, 2009
რატომ სიყვარულით? საქართველოში ხომ სულ ომია მას!
დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელსაც წეროვანის საჯარო სკოლის თითქმის ყველა მოსწავლე ესწრებოდა, უეცრად ერთი პატარა, ლამაზი ბიჭუნა, ცრემლმორეული თვალებით ზაალ სულაკაურს მიუახლოვდა და საყვედურით უთხრა: მას სულ რატომ გვეუბნებით რომ ყველაფერი სიყვარულით უნდა ვხატოთ? საქართველოში სად არის სიყვარულის დრო, აქ ხომ სულ მუდამ ომია! რატომ არის ასე? ომის გამო ჩემი სახლი მენატრება! თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, თითქოს პასუხს ელოდებაო. მისი სიტყვები ყველასათვის მტკივნეული აღმოჩნდა, მაგრამ გასცემდა კი ვინმე ამ პატარა ბიჭს პასუხს ან შეეძლო ვინმეს. ბიჭი კი იდგა გაუნძრევლად და ელოდა პასუხს......
ავტორები:ანა ქაჯაია
ნანა ბებია
Wednesday, October 21, 2009
საახალწლო რიტუალი თუშეთში
ახალი წელი საერთაშორისო დღესასწაულია, რომელსაც მსოფლიოს ქვეყნები სხვადასხვა დროს აღნიშნავენ. საქართველოში ახალ წელს 1 იანვარს ზეიმობენ. როგორც ვიცით საქართველო მრავალი კუთხისაგან შედგება და ამ
კუთხეებისათვის დამახასიათებელია თავიანთი სპეციფიკური რიტუალები ახალი წლის აღსანიშნავად.მე მინდა ყურადღება შევაჩერო თუშეთზე, თუ როგორ ხვდებიან ისინი ახალ წელს.თუშებისათვის ზამთრის რიტუალებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი წლის აღნიშვნა, რომელსაც ხალხი თავის ბედსა თუ უბედობას უკავშირებს. საახალწლოდ თუშეთის სოფლებში არაყს ხდიან და ლუდს ადუღებენ. ოჯახებში აცხობენ ერთ გულიან კოკოტირს ”ქრისტეს საგძალს”, მამაკაცების სახელზე ”ბაცუკაცს”, ქალებზე ”მრგვალ კვერს”. დისახლისები ასევე აცხობენ სახლის ანგელოზის ან ფუძის ანგელოზის კვერს ”კერის კვერს”, შემდეგ ამ ყველა კვერს ხონზე დაალაგებენ, ზ
ედვე ადებენ მატყლს, მარილს, ერბოს და ამ სუფრას მეკვლის მოსვლამდე ხელს არავინ ახლებს. მეკვლეს საახალწლოდ ირჩევს თითოეული ოჯახი, რომელსაც მოაქვს პური და ამ პურზე უწყვია ერბო, მატყლი, ყველი და ტკბილეული. ოჯახში შემოსვლისას მეკვლე პურს შემოაგორებს და იტყვის: ”შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა”. ამის შემდეგ ოჯახის წევრები სუფრას მიუსხდებიან და იწყება საახალწლო ქეიფი.
ედვე ადებენ მატყლს, მარილს, ერბოს და ამ სუფრას მეკვლის მოსვლამდე ხელს არავინ ახლებს. მეკვლეს საახალწლოდ ირჩევს თითოეული ოჯახი, რომელსაც მოაქვს პური და ამ პურზე უწყვია ერბო, მატყლი, ყველი და ტკბილეული. ოჯახში შემოსვლისას მეკვლე პურს შემოაგორებს და იტყვის: ”შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა”. ამის შემდეგ ოჯახის წევრები სუფრას მიუსხდებიან და იწყება საახალწლო ქეიფი.Monday, October 19, 2009
ომის შვილები ერთი წლის შემდეგ
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი 15-23 ოქტომბერს მასპინძლობს ფოტოგამოფენას "ომის შვილები ერთი წლის შემდეგ". გამოფენა ასახავს დევნილთა ცხოვრებას და მათ პრობლემებს, რომელიც იმართება პროექტის ფარგლებში "კონფლიქტის გავლენა სამოქალაქო საზოგადოებაზე". პროექტის განხორციელება დაიწყო 2009წლის ივლისიდან. სტუდენტებმა წარმოადგინეს აგვისტოს ომში დაზარალებულთა შესახებ მომზადებული ნამუშევრები. მონაწილეები შეირჩნენ საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან: თსუ, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი.
Wednesday, October 14, 2009
me minda mogaxsenot cota ram maltis universitetis shesaxeb. is mdebareobs tal-qroqqshi. maltis universiteti aris umaglesi saswavlo instituti da giaa yvela im adamianisatvis, visac aqvs magali akademiuri moswrebis sashualo ganatleba.mravali wlis ganmavlobashi maltis universiteti ganicdida repormebs da dgesdgeobit agiarebulia, rogorc evropis ert-erti sauketeso da kvalipiciuri universiteti. yovelwliurad daaxloebit 10000 studenti iricxeba am universitetshi, mat ricxvshi bevria ucxoeli studentebic. rac sheexeba sakutriv swavlas, shromatevadia, did energiasa da unars moitxovs. aq aswavlian magalkvalipiciuri propesorebi. maltis universitetshi aris shemdegi specialobebi: xelovneba, dizaini, samartali, medicina, biznesi, arqiteqtura, politologia, jurnalistika. is awarmoebs gacvlit programebs ucxo qveynis universitetebtan.am gacvliti programis saxelwodebaa ISEP, romlitac 80ze meti universiteti sargeblobs evropashi. statistikis mixedvit maltis universiteti evropis universitetebis asociaciata pirvel ateulshia.
albat yvelani dametanxmebit, rom aset universitetshi swavla yvela studentis ocnebaa, modit vcadot da ocneba cnobierebashi mainc avixdinot, roca amas vkitxulobt.
Thursday, October 8, 2009
ვესწრები ინტერნეტ-ჟურნალისტიკის ლექციას. ლექცია საინტერესო და ინტერაქციული ხასიათისაა. ლექტორმა დაგვავალა ჩვენს blogger.com საიტზე განვათავსოთ ნებისმიერი სახის ტექსტი, ყველანი ვასრულებთ დავალებას. კლავიატურების წკაპუნი, ურთიერთგადალაპარაკება, მაუსების ტრიალი.... თითოეული ჩვენგანის გონება, თვალები და ხელები სააზროვნოდაა მომართული. აღელვებისაგან ზოგიერთს ლოყები აუწითლდა, ზოგი ჩაფიქრებულია და ზოგიც თავდაჯერებულად მუშაობს კომპიუტერთან. ჩვენი ლექტორი, მარინა ხიზანიშვილი, აუდიტორიაში აქეთ-იქით დადის, მუშაობის პროცესში გვერთვება და მცირე მითითებებსაც გვაძლევს. დრო გადის, იწურება დავალებისათვის განკუთვნილი დრო, ვჩქარობთ ყველანი; კიდევ რამდენიმე წუთი ქალბატონო მარინა- ვთხოვთ მას. თითები ელვის სისწრაფით მუშაობენ კლავიატურაზე. აი თანდათან ვასრულებ..... დასრულება ერთია, მაგრამ ტექსტი როგორი ამას ლექტორი გაარკვევს.
Wednesday, October 7, 2009
ჩემი მინიდოსიე
გამარჯობათ, მე ვარ ანი ქაჯაია, 18წლის. ვარ მესამე კურსის სტუდენტი, ვსწავლობ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე. ვერ ვიტან უსამართლობას და დაცინვას. ჩემი ჰობია სიახლეების ძიება, ჟურნალისტური წერა. არ მიყვარს როცა ჭკუას მარიგებენ ჩემზე უმცროსი ადამიანები.
Subscribe to:
Comments (Atom)