ვერ ვიტყვი რომ მთელი ჩემი ცხოვრება სიხარულითა და ბედნიერებით აღსავსე იყო, მაგრამ არც იმის თქმა შემიძლია რომ მოსაბეზრებელი ცხოვრება მაქვს. პირიქით, ვარ სტუდენტი, ვსწავლობ ისეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში, როგორიცაა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაქვს პირადი მიზანი და ვხვდები, რომ მის მისაღწევად რამოდენიმე ნაბიჯი დამრჩა.
რომ დავუფიქრდე, ერთი საინტერესო და წარმატებული დღე ჩემს ცხოვრებაში ალბათ იყო 2007წლის 27 აგვისტო, როდესაც გავიგე უნივერსიტეტში ჩარიცხვის ამბავი. sms-ით გავაგზავნე ჩემი მონაცემები და დადებითი პასუხი რომ მომივიდა, იმ დროს ტაქსში ვიჯექი, მძღოლს გავაჩერებინე მანქანა, გადმოვედი და სიხარულისაგან ხტუნვა დავიწყე. მძღოლი შეშინებული სახით მიყურებდა, ლამის საგიჟეთში დააპირა ჩემი წაყვანა.......
Tuesday, December 8, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
ძალიან გამიხარდით ერთდროულად ამდენი ჭავჭავაძელი ბლოგერი რომ აღმოვაჩინე. მე უკვე ერთი წელია რაც ვწერ და ობლად ვგრძნობდი თავს რადგან ყველა სხვა უნივერსიტეტის სტუდენტი ბლოგერები გარკვეულ ერთობლივ პროექტებს ახორციელებენ. მოკლედ თუ სურვილი გექნებათ გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას და მოგეხმარებით ბლოგის ტექნიკურ გამართვაში. არც ერთ თქვენგანს არ გაქვთ სწორედ აწყობილი იგი და ასე რთული იქნება მკითხველის მოპოვება. ასევე გასწავლით სოციალური მედიის ქსელის გაკეთებას პოსტების გასავრცელებლად. მოკლედ თუ გაინტერესებთ ეს საკითხები და ზოგადად ახალი მედია. შემიძლია შეგხვდეთ და უკეთ გაგარკვევთ . თან იქნებ რაღაც ერთობლივი აზრებიც გაგვიჩნდეს . ბლოგზე მეილი მაქვს მითითებული . ან სულაც ფეისბუქის ანგარიში სადაც შეგიძლიათ მომწეროთ.
ReplyDelete