ჩემი ოცნების ქვეყანა არის გერმანია. მეხუთე კლასიდან მოყოლებული, როდესაც გერმანული ენის პირველი გაკვეთილი ჩამიტარდა და პირველი "GUTEN TAG" მოვისმინე, ჩემი დიდი სურვილია გერმანიაში წასვლა, პირველ რიგში უმაღლესი განათლების მიღება, გერმანული ენის ცოდნის გაუმჯობესება, გერმანული ერისა და კულტურის გაცნობა და სხვა. გერმანია ულამაზესი ქვეყანაა და ამავე დროს მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტების მქონეა. ძალიან მინდა საკუთარი თვალით ვნახო ბრანდებურგის ჭიშკარი,რომლის შესახებაც ბევრი
მსმენია და ბევრიც წამიკითხავს.თუ ოცნება ამიხდება და გერმანიაში წავალ სასწავლებლად, ჩემი დიდი სურვილია ვისწავლო ბონის უნივერსიტეტში. ასევე მინდა ახლოს გავიცნო ცნობილი გერმანელი ფეხბურთელი მიხაელ ბალაკი.
No comments:
Post a Comment