
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2, რომელიც 1994 წელს დაარსდა, ყველაზე პოპულარული და წარმატებული ტელეკომპანიაა საქართველოში. რუსთავი 2 კერძო კომპანიაა, რომელიც მაუწყებლობს მეტრულ არხზე და მისი გადაცემების ყურება საქართველოს მოსახლეობის 85% შეუძლია.
რუსთავი 2 ამზადებს მრავალფეროვან და მაღალხარისხოვან ლიცენზირებულ პროგრამებს, ეთერში გადასცემს უახლეს ინფორმაციას, პოლიტიკურ ტოქშოუს, გასართობ და სპორტულ პროგრამებს და ასევე მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენების ტრანსლაციებს (ოსკარით დაჯილდოების ცერემონია, “მის მსოფლიო”...) ქართულ ენაზე. რუსთავი 2-ის პროგრამები ყველაზე მაღალ რეიტინგულია საქართველოში.რუსთავი2 აქვს თავისი ინტერნეტსაიტი www.rustavi2.ge. თუ ამ საიტსა და თვითონ სატელევიზიო მაუწყებლობას შევადარებთ ერთმანეთს, დავინახავთ რომ რუსთავი2 ინტერნეტსაიტზე ყველა ის პროგრამული ჩამონათვალია, რომელიც დღესდღეობით გადის პირდაპირ ეთერში, მოცემულია გადაცემათა პროგრამული განრიგი. მნიშვნელოვანი ინფორმაციები საიტზე ნიუსის სახით დევს. ამავე დროს ამ არხის ინტერნეტსაიტზე დევს ისეთი გადაცემები, რომლებიც ადრე გადიოდა, როგორებიცაა: ნანიკოს შოუ, მიმღერე რამე, იდეა, ფული და ერთი შანსი, ვარსკვლავების აკადემია, ყაზარმა და სხვა.
ra sayvareli yopila rustavi 2, ras erchis xalxi :D:D
ReplyDelete