სტუდენტების უმეტესობას აინტერესებს როგორ უნდა გაწევრიანდნენ თვითმმართველობაში და რა როლს შეასრულებენ ისინი ? სწორედ ამ კითხვაზე პასუხობს მათ თვითმმართველობის პრეზიდენტი ილია გოგლიძე: ”პირველ რიგში, როცა სტუდენტი ინტერესდება თვითმმართველობით ის უნდა მოვიდეს ჩვენთან, არჩევნების ჩატარებამდე ჩვენ მას გავაცნობთ თვითმმართველობის
თვითმმართველობის პრეზიდენტისა და მისი გენერალური მდივნის ნინო რაჭველიშვილის განცხადებით, ისინი ბევრ შემეცნებით, გასართობ და სპორტულ ღონისძიებას გეგმავენ მომავალში. 7-8 ნოემბერს სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად აპირებს ილია ჭავჭავაძის 172 წლის იუბილის აღნიშნვას. 7 ნოემბერს ისინი მიდიან წიწამურში, რათა ილია ჭავჭავაძის მემორიალური ძეგლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთაონ და შემდეგ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში როსტომ ჩხეიძის წიგნის "ეკლიანი და პატარა გზა"-ს პრეზენტაციას დაესწრებიან. 8ნოემბერს კი გაიმართება სტუდენტური მსვლელობა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დიდუბის პანთეონამდე, რათა პატივი მიაგონ დიდი ილიას ხსოვნას. ამ სახის მსვლელობაში, როგორც თვითმმართვილობის წევრები ამბობენ, საქართველოს 22უნივერსიტეტი იღებს მონაწილეობას. უახლოეს გეგმებში შედის აგრეთვე გასართობი და შემეცნებითი სახის პროექტები, როგორებიცაა: მხიარულთა და საზრიანთა კლუბი, საფეხბურთო ტურნირი, რა? სად? როდის? და ა.შ.
სტუდენტურ თვითმმართველობაში შეადგინეს ანკეტები სტუდენტთა გამოკითხვის მიზნით, რიომლის მეშვეობითაც თვითმმართველობა შეძლებს უფრო მეტი გაიგოს სტუდენტთა სურვილებისა და იდეების შესახებ. როგორც გენერალურმა მდივანმა, ნინო რაჭველიშვილმა აღნიშნა ამ გამოკითხვის მიზანია სტუდენტებმა გაიგონ თვითმმართველობის შესახებ, რომ სტუდენტური თვითმმართველობა ზრუნავს მათი იდეებისა და სურვილების განხორციელებაზე. თვითმმართველობა სტუდენტებს ბევრ საინტერესო ღონისძიებას პირდება და თითოეულ მათგანს აქტიური თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს.
No comments:
Post a Comment