Wednesday, December 16, 2009

ინტერნეტრადიო და ინტერნეტტელევიზია

ჩემი კვლევის საგანი იყო ინტერნეტ რადიოსა და ინტერნეტ ტელევიზიის ზოგადი მიმოხილვა და მინდა წარმოგიდგინოთ ამ კვლევის შედეგები:
www.radio.ge ეს ინტერნეტ რადიო ძირითადად გასართობი და მუსიკალურია. საიტზე განთავსებულია სხვადასხვა ჟანრის მუსიკა: pop, rock, rap, rap/hip-hop, თანამედროვე მომღერალთა ალბომები, არქივში შენახულია მომღერალთა ძველი ალბომებიც. შესაძლებელია მუსიკის გადმოწერა ან მისი მოსმენა. ინტერნეტ მომხმარებელს შეუძლია ამ საიტზე რეკლამის განთავსებაც. გარდა მუსიკალური ჟანრებისა არის ვიდეორგოლების, პუბლიკაციების, სიახლეების ჩამონათვალი.
www. music.aol.com საკმაოდ პოპულარული უცხოური ინტერნეტსაიტია, სადაც მრავალ მუსიკალურ ჟანრს ვაწყდებით. საიტზე დევს ნიუსები მსოფლიო ვარსკვლავების, მომღერლებისა თუ მუსიკოსების პირადი ცხოვრების შესახებ. ერთგვარი გამოკითხვის სახით ხდება კვირის ტოპ-ათეულების გამოვლენა.
ინტერნეტ ტელევიზია www.conference.ge ითარგმნება, როგორც კონფერენცია საქმიანი ადამიანებისათვის. ამ საიტს ყოველდღიურად 2000-ზე მეტი საქმიანი ადამიანი სტუმრობს, ფორუმის სახით ჩამოთვლილია სხვადასხვა თემები, რომლებზეც ნებისმიერ ინტერნეტმომხმარებელს შეუძლია საკუთარი აზრის დაფიქსირება ამა თუ იმ საკითხის შესახებ.

Tuesday, December 8, 2009

ერთი საინტერესო დღე ჩემს ცხოვრებაში

ვერ ვიტყვი რომ მთელი ჩემი ცხოვრება სიხარულითა და ბედნიერებით აღსავსე იყო, მაგრამ არც იმის თქმა შემიძლია რომ მოსაბეზრებელი ცხოვრება მაქვს. პირიქით, ვარ სტუდენტი, ვსწავლობ ისეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში, როგორიცაა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაქვს პირადი მიზანი და ვხვდები, რომ მის მისაღწევად რამოდენიმე ნაბიჯი დამრჩა.
რომ დავუფიქრდე, ერთი საინტერესო და წარმატებული დღე ჩემს ცხოვრებაში ალბათ იყო 2007წლის 27 აგვისტო, როდესაც გავიგე უნივერსიტეტში ჩარიცხვის ამბავი. sms-ით გავაგზავნე ჩემი მონაცემები და დადებითი პასუხი რომ მომივიდა, იმ დროს ტაქსში ვიჯექი, მძღოლს გავაჩერებინე მანქანა, გადმოვედი და სიხარულისაგან ხტუნვა დავიწყე. მძღოლი შეშინებული სახით მიყურებდა, ლამის საგიჟეთში დააპირა ჩემი წაყვანა.......

პროფესორ ემზარ ჯგერენაიას მოხსენება ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში


4 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ემზარ ჯგერენაიამ წაიკითხა მოხსენება, სახელწოდებით ”სიცოცხლის დასასრულის ორი ეპისტემე ქართულ კულტურაში”. მოხსენება გაიმართა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში”, რომლის თემაც იყო ქართული კულტურის წარმოშობა, მისი განვითარების ეტაპები და ღირებულებათა ნორმები. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

Wednesday, December 2, 2009

ტელეკომპანია რუსთავი2 და მისი ინტერნეტსაიტი www.rustavi2.ge


სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2, რომელიც 1994 წელს დაარსდა, ყველაზე პოპულარული და წარმატებული ტელეკომპანიაა საქართველოში. რუსთავი 2 კერძო კომპანიაა, რომელიც მაუწყებლობს მეტრულ არხზე და მისი გადაცემების ყურება საქართველოს მოსახლეობის 85% შეუძლია.

რუსთავი 2 ამზადებს მრავალფეროვან და მაღალხარისხოვან ლიცენზირებულ პროგრამებს, ეთერში გადასცემს უახლეს ინფორმაციას, პოლიტიკურ ტოქშოუს, გასართობ და სპორტულ პროგრამებს და ასევე მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენების ტრანსლაციებს (ოსკარით დაჯილდოების ცერემონია, “მის მსოფლიო”...) ქართულ ენაზე. რუსთავი 2-ის პროგრამები ყველაზე მაღალ რეიტინგულია საქართველოში.
რუსთავი2 აქვს თავისი ინტერნეტსაიტი www.rustavi2.ge. თუ ამ საიტსა და თვითონ სატელევიზიო მაუწყებლობას შევადარებთ ერთმანეთს, დავინახავთ რომ რუსთავი2 ინტერნეტსაიტზე ყველა ის პროგრამული ჩამონათვალია, რომელიც დღესდღეობით გადის პირდაპირ ეთერში, მოცემულია გადაცემათა პროგრამული განრიგი. მნიშვნელოვანი ინფორმაციები საიტზე ნიუსის სახით დევს. ამავე დროს ამ არხის ინტერნეტსაიტზე დევს ისეთი გადაცემები, რომლებიც ადრე გადიოდა, როგორებიცაა: ნანიკოს შოუ, მიმღერე რამე, იდეა, ფული და ერთი შანსი, ვარსკვლავების აკადემია, ყაზარმა და სხვა.