Tuesday, October 27, 2009

რატომ სიყვარულით? საქართველოში ხომ სულ ომია მას!

23ოქტომბერს გაეროს ახალგაზრდულმა კლუბმა, რომელშიც გაერთიანებულია ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ზაალ სულაკაურთან ერთად წეროვანის საჯარო სკოლაში დევნილი ბავშვები დააჯილდოვა. მათ სკოლაში მოსწავლეთა წასახალისებლად ჩაატარეს კონკურსი ხატვაში- ვინ უფრო კარგად დახატავდა ბუნებას და როგორ წარმოაჩენდა ბუნებისადმი სიყვარულს. მოსწავლეთა ნამუშევრებს შორის შეირჩა 5საუკეთესო ნახატი და გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ საბავშვო ენციკლოპედიებით.
დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელსაც წეროვანის საჯარო სკოლის თითქმის ყველა მოსწავლე ესწრებოდა, უეცრად ერთი პატარა, ლამაზი ბიჭუნა, ცრემლმორეული თვალებით ზაალ სულაკაურს მიუახლოვდა და საყვედურით უთხრა: მას სულ რატომ გვეუბნებით რომ ყველაფერი სიყვარულით უნდა ვხატოთ? საქართველოში სად არის სიყვარულის დრო, აქ ხომ სულ მუდამ ომია! რატომ არის ასე? ომის გამო ჩემი სახლი მენატრება! თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, თითქოს პასუხს ელოდებაო. მისი სიტყვები ყველასათვის მტკივნეული აღმოჩნდა, მაგრამ გასცემდა კი ვინმე ამ პატარა ბიჭს პასუხს ან შეეძლო ვინმეს. ბიჭი კი იდგა გაუნძრევლად და ელოდა პასუხს......



ავტორები:ანა ქაჯაია
ნანა ბებია

Wednesday, October 21, 2009

საახალწლო რიტუალი თუშეთში



ახალი წელი საერთაშორისო დღესასწაულია, რომელსაც მსოფლიოს ქვეყნები სხვადასხვა დროს აღნიშნავენ. საქართველოში ახალ წელს 1 იანვარს ზეიმობენ. როგორც ვიცით საქართველო მრავალი კუთხისაგან შედგება და ამ კუთხეებისათვის დამახასიათებელია თავიანთი სპეციფიკური რიტუალები ახალი წლის აღსანიშნავად.მე მინდა ყურადღება შევაჩერო თუშეთზე, თუ როგორ ხვდებიან ისინი ახალ წელს.
თუშებისათვის ზამთრის რიტუალებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი წლის აღნიშვნა, რომელსაც ხალხი თავის ბედსა თუ უბედობას უკავშირებს. საახალწლოდ თუშეთის სოფლებში არაყს ხდიან და ლუდს ადუღებენ. ოჯახებში აცხობენ ერთ გულიან კოკოტირს ”ქრისტეს საგძალს”, მამაკაცების სახელზე ”ბაცუკაცს”, ქალებზე ”მრგვალ კვერს”. დისახლისები ასევე აცხობენ სახლის ანგელოზის ან ფუძის ანგელოზის კვერს ”კერის კვერს”, შემდეგ ამ ყველა კვერს ხონზე დაალაგებენ, ზედვე ადებენ მატყლს, მარილს, ერბოს და ამ სუფრას მეკვლის მოსვლამდე ხელს არავინ ახლებს. მეკვლეს საახალწლოდ ირჩევს თითოეული ოჯახი, რომელსაც მოაქვს პური და ამ პურზე უწყვია ერბო, მატყლი, ყველი და ტკბილეული. ოჯახში შემოსვლისას მეკვლე პურს შემოაგორებს და იტყვის: ”შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა”. ამის შემდეგ ოჯახის წევრები სუფრას მიუსხდებიან და იწყება საახალწლო ქეიფი.

Monday, October 19, 2009

ომის შვილები ერთი წლის შემდეგ

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი 15-23 ოქტომბერს მასპინძლობს ფოტოგამოფენას "ომის შვილები ერთი წლის შემდეგ". გამოფენა ასახავს დევნილთა ცხოვრებას და მათ პრობლემებს, რომელიც იმართება პროექტის ფარგლებში "კონფლიქტის გავლენა სამოქალაქო საზოგადოებაზე". პროექტის განხორციელება დაიწყო 2009წლის ივლისიდან. სტუდენტებმა წარმოადგინეს აგვისტოს ომში დაზარალებულთა შესახებ მომზადებული ნამუშევრები. მონაწილეები შეირჩნენ საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან: თსუ, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი.

Wednesday, October 14, 2009

me minda mogaxsenot cota ram maltis universitetis shesaxeb. is mdebareobs tal-qroqqshi. maltis universiteti aris umaglesi saswavlo instituti da giaa yvela im adamianisatvis, visac aqvs magali akademiuri moswrebis sashualo ganatleba.
mravali wlis ganmavlobashi maltis universiteti ganicdida repormebs da dgesdgeobit agiarebulia, rogorc evropis ert-erti sauketeso da kvalipiciuri universiteti. yovelwliurad daaxloebit 10000 studenti iricxeba am universitetshi, mat ricxvshi bevria ucxoeli studentebic. rac sheexeba sakutriv swavlas, shromatevadia, did energiasa da unars moitxovs. aq aswavlian magalkvalipiciuri propesorebi. maltis universitetshi aris shemdegi specialobebi: xelovneba, dizaini, samartali, medicina, biznesi, arqiteqtura, politologia, jurnalistika. is awarmoebs gacvlit programebs ucxo qveynis universitetebtan.am gacvliti programis saxelwodebaa ISEP, romlitac 80ze meti universiteti sargeblobs evropashi. statistikis mixedvit maltis universiteti evropis universitetebis asociaciata pirvel ateulshia.
albat yvelani dametanxmebit, rom aset universitetshi swavla yvela studentis ocnebaa, modit vcadot da ocneba cnobierebashi mainc avixdinot, roca amas vkitxulobt.

Thursday, October 8, 2009

ვესწრები ინტერნეტ-ჟურნალისტიკის ლექციას. ლექცია საინტერესო და ინტერაქციული ხასიათისაა. ლექტორმა დაგვავალა ჩვენს blogger.com საიტზე განვათავსოთ ნებისმიერი სახის ტექსტი, ყველანი ვასრულებთ დავალებას. კლავიატურების წკაპუნი, ურთიერთგადალაპარაკება, მაუსების ტრიალი.... თითოეული ჩვენგანის გონება, თვალები და ხელები სააზროვნოდაა მომართული. აღელვებისაგან ზოგიერთს ლოყები აუწითლდა, ზოგი ჩაფიქრებულია და ზოგიც თავდაჯერებულად მუშაობს კომპიუტერთან. ჩვენი ლექტორი, მარინა ხიზანიშვილი, აუდიტორიაში აქეთ-იქით დადის, მუშაობის პროცესში გვერთვება და მცირე მითითებებსაც გვაძლევს. დრო გადის, იწურება დავალებისათვის განკუთვნილი დრო, ვჩქარობთ ყველანი; კიდევ რამდენიმე წუთი ქალბატონო მარინა- ვთხოვთ მას. თითები ელვის სისწრაფით მუშაობენ კლავიატურაზე. აი თანდათან ვასრულებ..... დასრულება ერთია, მაგრამ ტექსტი როგორი ამას ლექტორი გაარკვევს.

Wednesday, October 7, 2009

ჩემი მინიდოსიე

გამარჯობათ, მე ვარ ანი ქაჯაია, 18წლის. ვარ მესამე კურსის სტუდენტი, ვსწავლობ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე. ვერ ვიტან უსამართლობას და დაცინვას. ჩემი ჰობია სიახლეების ძიება, ჟურნალისტური წერა. არ მიყვარს როცა ჭკუას მარიგებენ ჩემზე უმცროსი ადამიანები.